პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა
განახლების თარიღი: 2025 წლის 11 ნოემბერი
ეს პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს Fity ("ჩვენ", "ჩვენი" ან "ჩვენთან") შენს ინფორმაციას, როდესაც იყენებ ჩვენს მობილურ აპლიკაციას ("აპლიკაცია"). აღნიშნული პოლიტიკა შეესაბამება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას.
1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ
როდესაც რეგისტრირდები და იყენებ ჩვენს აპლიკაციას, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:
- პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი, გვარი და ელფოსტა.
- ფიტნესთან დაკავშირებული ინფორმაცია — წონა, სიმაღლე, ასაკი, სქესი, ტრავმები,ალერგიები,პროგრესის სურათები და სავარჯიშო მიზნები.
- ტექნიკური მონაცემები, როგორიცაა მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა და ზოგადი გამოყენების ანალიტიკა.
2. როგორ ვიყენებთ ინფორმაციას
შენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნით:
- მომხმარებლის პროფილის შექმნა და მართვა.
- პერსონალური სავარჯიშო გეგმების და რეკომენდაციების შედგენა.
- აპლიკაციის მუშაობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
ჩვენ არ ვყიდით და არ ვუზიარებთ შენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეს.
3. მონაცემთა შენახვა და უსაფრთხოება
შენი მონაცემები ინახება უსაფრთხოდ, ინდუსტრიული სტანდარტების შესაბამისად. ვიღებთ გონივრულ ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომა, გავრცელება ან ცვლილება.
4. შენი უფლებები
შენ გაქვს უფლება:
- მიიღო წვდომა შენზე არსებულ პერსონალურ ინფორმაციაზე.
- მოითხოვო მონაცემების შესწორება ან წაშლა.
- გააუქმო თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე ნებისმიერ დროს.
ამ უფლებების გამოყენებისთვის დაგვიკავშირდი შემდეგ მისამართზე: georgiafity@gmail.com.
5. მონაცემთა შენახვის ვადა
შენი მონაცემები ინახება, რადგან შეძლო ისტორიის ნახვა. მონაცემების წაშლის მოთხოვნა შეგიძლია ნებისმიერ დროს.
6. არასრულწლოვანთა მონაცემები
ჩვენი აპლიკაცია განკუთვნილი არ არის 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს.
7. პოლიტიკის ცვლილებები
შესაძლოა, დროდადრო განვაახლოთ ეს პოლიტიკა. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე ახალი თარიღით.
8. დაგვიკავშირდი
თუ გაქვს კითხვები ან შენიშვნები ამ პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვ დაგვიკავშირდი:
georgiafity@gmail.com