წესები და პირობები
განახლების თარიღი: 2025 წლის 11 ნოემბერი
კეთილი იყოს შენი მობრძანება Fity-ში — გვიხარია, რომ ჩვენი ფიტნეს მოგზაურობის ნაწილი ხარ! ჩვენი აპლიკაციის ან ვებ-გვერდის გამოყენებით, შენ ეთანხმები ქვემოთ მოცემულ წესებს.
1. აპლიკაციის გამოყენება
Fity გთავაზობს პერსონალურ სავარჯიშო პროგრამებსა და ფიტნეს რჩევებს, რათა დაგეხმაროს იყო აქტიური და ჯანსაღი. ვცდილობთ, რომ მოგაწოდოთ ზუსტი და მოტივაციური კონტენტი — მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორ ასრულებ სავარჯიშოებს. გთხოვ, დარწმუნდი რომ შენი ვარჯიშები შენთვის უსაფრთხოა. თუ გაქვს ეჭვი, გაიარე კონსულტაცია სამედიცინო ან ფიტნეს სპეციალისტთან დაწყებამდე. შენ სრულად პასუხისმგებელი ხარ სავარჯიშოების სწორი და უსაფრთხო შესრულებისთვის, ასევე შენი ვარჯიშების შედეგზე.
2. მომხმარებლის ანგარიშები
შეიძლება დაგჭირდეს ანგარიშის შექმნა ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად. გთხოვ, გამოიყენო რეალური და ზუსტი ინფორმაცია (როგორიცაა შენი სახელი, წონა, სიმაღლე და პრეფერენსები). დაიცავი შენი პაროლი — ყველაფერი, რაც შენი ანგარიშით გაკეთდება, შენი პასუხისმგებლობაა.
3. პერსონალური მონაცემები
ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ შენს მონაცემებს ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვითხოვთ, რაც აუცილებელია შენი ფიტნეს გამოცდილების პერსონალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის.
4. ინტელექტუალური საკუთრება
Fity-ში არსებული ყველა კონტენტი, დიზაინი და მასალა ჩვენი საკუთრებაა. მოგიწოდებ, სარგებლობდე და იყენებდე მათ აპლიკაციაში — უბრალოდ ნუ გადაიტანებ ან ნუ გამოიყენებ მათ ჩვენი ნებართვის გარეშე.
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ გვსურს, რომ Fity - ში გქონდეს საუკეთესო გამოცდილება, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ ნებისმიერი ტრავმის ან შედეგისთვის, რომელიც გამოწვეულია სავარჯიშოების არასწორად შესრულებით ან შენი სხეულის ლიმიტების იგნორირებით.
6. განახლებები
შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ეს წესები გაუმჯობესებების ან კანონმდებლობის ცვლილებების ასახვისთვის. როდესაც ამას გავაკეთებთ, განვაახლებთ ზემოთ მოცემულ თარიღს. აპლიკაციის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს, რომ ეთანხმები ახალ ვერსიას.
7. დაგვიკავშირდი
თუ გაქვს კითხვები, გთხოვ დაგვიკავშირდი:
georgiafity@gmail.com